logo_geo
eng_logo
იან კელი „რუსთავი-2“-ზე: მე ვერ ვიტყოდი, რომ ეს არის პოლიტიკური სახის საქმე!
- +

30 ივნისი. 2016. 01:37


ამერიკის ელჩი საქართველოში, იან კელი ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, „რუსთავი 2" არის ოპოზიციური წამყვანი ტელევიზია.



რაც შეეხებარუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებულ გამოკითხვის შედეგებს, მე ვერ მივცემდი ასეთ დახასიათებას, რომ ეს არის პოლიტიკური სახის საქმე, მაგრამ მე ადრეც ვთქვი, რომრუსთავი 2" არის ოპიზიციური წამყვანი ტელევიზია, შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებამდე ის დარჩეს ღია", - განაცხადა იან კელიმ.


სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2" - ის დაკვეთით ამერიკულმა ორგანიზაცია GFK-მ სოციალური კვლევები გამოაქვეყნა.



კითხვაზე „რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით რომელი უკეთ ასახავს თქვენს დამოკიდებულებას შედეგები ასე გადანაწილდა: კერძო დავა - 29.3%; პოლიტიკურად მოტივირებულია - 38.9%; ორივე - 14.4%; უარი პასუხზე - 3.8%; არ ვიცი - 13.9%;



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner