logo_geo
eng_logo
კახა კუკავას COVID-19 დაუდასტურდა
- +

27 ოქტომბერი. 2020. 10:49

 

 

კახა კუკავას COVID-19 დაუდასტურდა. პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარეს ვირუსი მსუბუქ ფორმებში აქვს და სიმპტომებიდან მას მხოლოდ მაღალი ტემპერატურა აღენიშნება.

 

კუკავა იზოლაციაშია და მკურნალობის კურსს სახლში გადის. პოლიტიკოსი მუშაობას ონლაინ რეჟიმში განაგრძობს. კუკავას თქმით, მისი ინფიცირება წინასაარჩევნო კამპანიაზე ზეგავლენას ვერ მოახდენს

 

„სიცხე მაქვს ძირითადი სიმპტომი, მსუბუქ ფორმაში, ვესაუბრე ექიმს და მითხრა, რომ სახლში იზოლაციაში უნდა ვიყო. რაც შეეხება დაინფიცირების წყაროს, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ბოლო დღეებში შეხვედრაზე აჭარაში ვიყავი და შეიძლება იქ გადამედო. ეს ყველაფერი წინასაარჩევნო კამპანიაზე ზეგავლენას ვერ მოახდენს“, - განაცხადა კახა კუკავამ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner