ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი კონკურენტი ჯო ბაიდენი იარაღის, ნავთობისა და ღმერთის წინააღმდეგია. ეს განცხადება აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა პენსილვანიაში, საარჩევნო შეხვედრაზე გააკეთა.
„თუ კანდიდატი იყრის კენჭს ტეხასში და ამბობს: ჩვენ ნავთობის წინააღმდეგ ვართ, ვფიქრობ, ეს დასასრულია. ახლა კი ამას მიუმატეთ იარაღი და რელიგია. ამას აკეთებენ დემოკრატები. ისინი ჩვენს ეკლესიებს კეტავენ“, – განაცხადა ტრამპმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებამდე რვა დღეა დარჩენილი. კენჭისყრა 3 ნოემბერს გაიმართება.