logo_geo
eng_logo
ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს
- +

27 ოქტომბერი. 2020. 11:07

 

 

ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის 50 კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროექტი ორ 25 კმ-იან მანაკვეთადაა დაყოფილი. ამ დროისთვის, აღნიშნულ მონაკვეთზე გზის საფარისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის რეაბილიტაცია მოიცავს: ასფალტის საფარის მოწყობას, ხიდების, გზის სადრენაჟე მილების, კიუვეტების რეაბილიტაცია–რეკონსტრუქციას, საყრდენი კედლების მშენებლობას, გზის მონიშვნასა და უსაფრთხოების ბარიერების მოწყობას.

 

„საავტომობილო გზის ეს მონაკვეთი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს E-60 ავტომაგისტრალთან აკავშირებს. გზა მიუყვება მდინარეებს: ჩხერიმელას, ძირულას და ასევე ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის რკინიგზის ხაზს.

 

ადგილობრივ მოსახლეობას ამ გზაზე გადაადგილების პრობლემა წლებია აწუხებს. გზის რეაბილიტაციის შედეგად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 23 000-მდე და გზის მიმდებარედ განლაგებულ 13 სოფელში მცხოვრებ 7 000-მდე ადამიანს გადაადგილების პირობები გაუუმჯობესდება და უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილების საშუალება ექნებათ.

 

პროექტს აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს და მისი ჯამური ღირებულება 105 მილიონი ლარია“, - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner