logo_geo
eng_logo
ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირებულ ორსულს ტყუპი ვაჟი შეეძინა
- +

27 ოქტომბერი. 2020. 11:07

 

 

ქუთაისში, კლინიკა „ბომონდის“ კოვიდ-ცენტრში, კორონავირუსით ინფიცირებულ ოთხ ორსულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. საკეისრო კვეთის შედეგად, ხუთი ახალშობილი, მათ შორის, ტყუპი ვაჟი გაჩნდა.

 

როგორც კლინიკაში აცხადებენ, ოთხივე შემთხვევა წარმატებით დასრულდა.

 

„თითოეულ შემთხვევაში საკეისრო კვეთა ჩატარდა. განსაკუთრებით რთული იყო ერთი ორსულის მდგომარეობა, რომელსაც სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა. საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა. დედებიც და ახალშობილებიც თავს კარგად გრძნობენ“, – აცხადებს კოვიდცენტრის მეან-გინეკოლოგი თეონა ლორთქიფანიძე.

 

ამასთან, კლინიკა „ბომონდის“ კოვიდ-ცენტრი კიდევ 13 გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა, ხოლო ექვსი პაციენტი დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით საკარანტინო სივრცეში გადავიდა.

 

ამ დროისთვის კლინიკაში 77 კოვიდ-დადებითი პაციენტი რჩება.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner