საქართველოში კორონავირუსის 1 824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 32 127- ს შეადგენს.
გამოჯანმრთელდა კიდევ 1 262 პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 12 632-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 757 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 3 847 ადამიანი გადის. ამასთან, კოვიდ-სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 2 249- ს შეადგენს.
ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 23 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 238-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილ იქნა საქართველოს 41 მოქალაქე.