ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „წითელი ხიდი“ ავტომანქანაში, რომელსაც მართავდა საქართველოს მოქალაქე მ.კ. ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, 3 815 ლარის ღირებულების არადეკლარირებული მეორადი მოხმარების ავტონაწილები აღმოაჩინეს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით, შეეფარდა ფულადი ჯარიმა, 3 815 ლარის ოდენობით.