logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: საქართველოს მოსახლეობის 90% იქნება გაზიფიცირებილი, ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი და მონაცემი ევროპაში
- +

27 ოქტომბერი. 2020. 11:40

 

 

„2019 წელს საქართველოს მთავრობამ გაზიფიცირების სამწლიანი გეგმა დაიწყო. ამ გეგმის ფარგლები გაზიფიცრება დასრულდება საქართველოს 384 სოფელში, აქედან 92 დასახლებული პუნქტი და სოფელი სამეგრელოშია“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წალენჯიხაში გაზიფიცირების ანგარიშის წარდგენაზე განაცხადა.

 

გიორგი გახარიას თქმით, ეს საკმარისი არ არის და ამიტომაც საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, 2021-დან 2024 წლამდე გააგრძელოს გაზიფიცირების სამთავრობა პროგრამა, რომლის შედეგი იქნება დამატებით 211 გაზიფიცირებული სოფელი და დაახლოებით 33 000 ოჯახი.

 

„ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოსახლეობის და ოჯახების 90% იქნება გაზიფიცირებილი. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი და მონაცემი ევროპაში. ამას იმისთვის ვაკეთებთ, რომ გვაქვს კონკრეტული და ძირითადი მიზანი და ეს მიზანი გახლავთ ის, რომ სხვაობა მინიმუმადე უნდა დავიყვანოთ კონფორტულ ცხოვრებას დიდ ქალაქებსა და სოფლებს შორის. ყველას უნდა გვესმოდეს, მთავრობა ვალდებულია გაათანაბროს ცხოვრების პირობები იმისდა მიუხედავად, თუ სად ვცხოვრობთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner