ბადრი ესებუას სახლის ჩხრეკა გვიან ღამით დასრულდა. როგორც ბადრი ესებუას მამამ, ტარიელ ესებუამ განაცხადა, სამართალდამცველებს არაფერი ამოუღიათ.
მისივე თქმით, მისი შვილი დაახლოებით ორ დღეში, თავად იტყვის ყველაფერს.
ტარიელ ესებუას განცხადებით, მას სჯერა, რომ საქმე ობიექტურად იქნება გამოძიებული.
„მოჰქონდათ ტომრები, ცარიელი წაიღეს, არაფერი არ ამოუღიათ, არაფერი არ წაუღიათ. არ ვიცი, ჩემი შვილი სად არის. გამოძიება ყველაფერს დაადგენს. დღეს ან ხვალ გამოვა ჩემი შვილი და იტყვის სიმართლეს“, – განაცხადა ტარიელ ესებუამ.