„მინდა, მივულოცო წალენჯიხას ეს ისტორიული დღე, ისტორიულია, რადგან ისტორიაში პირველად, აქ შემოვიყვანეთ ბუნებრივი აირი“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ წალენჯიხაში გაზიფიცირების ანგარიშის წარდგენაზე განაცხადა.
მისი თქმით, წალენჯიხის რაიონში გაზიფიცირება არასდროს მომხდარა.
„ჩვენ ეს შედეგი დაპირებისამებრ განვახორციელეთ. ლოგიკურია, რომ სწორედ აქედან, წალენჯიხიდან მაქვს პატივი, რომ მოკლე ანგარიში მოვახსენო საქართველოს მოსახლოებას, თუ როგორ მიმდინარეობს ჩვენი გაზიფიცირების მასშტაბური პროგრამა. დღეს წალენჯიხა, რომელსაც რამდნიმე თვის წინ შევპირდით, რომ აქ გაივლიდა მილი და იქნებოდა გაზი, დღეს უკვე შეუძლიათ მიმართონ გაზგამანაწილებელ კომპანიებს და ამ სიკეთით ისარგებლონ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.