logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: არც იფიქროთ, ოდესმე დააბრუნოთ ჯოჯოხეთი, რამაც მოლაშვილი, ვაზაგაშვილები, ხარძიანი, რობაქიძე, გირგვლიანი შეიწირა!
- +

30 ივნისი. 2016. 02:57


პარლამენტის ვიცე სპიკერი მანანა კობახიძე სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს, სადაც „ნაციონალური მოძრაობის" წევრებს კიდევ ერთხელ მიმართავს და სულხან მოლაშვილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

 

ეს ქვეყანა ვეღარ იტევს ამდენ ტკივილს, ტანჯვას, ადამიანურ ტრაგედიებს, დანგრეულ ცხოვრებას, განადგურებულ ოჯახებს, წართმეულ სიცოცხლეს...

 

სულხან მოლაშვილის წასვლამ, ამ სამძიმარმა კიდევ ერთხელ გააერთიანა საზოგადოება, მას ყველა პატივს მიაგებს, გააცილებს უკანასკნელ გზაზე, ის მკვდარიც ბევრ ცოცხალს აჯობებს და აი, თქვენ, რა გეშველებათ, თქვენ?! ცოცხალიც და მკვდარიც აღარაფერს რომ ნიშნავთ ამ ქვეყნისთვის და ამ ხალხისთვის?!

 

 არც იფიქროთ, ოდესმე დაბრუნდეთ და დააბრუნოთ ჯოჯოხეთი, რამაც მოლაშვილი, ვაზაგაშვილები, თეთრაძე, ხარძიანი, რობაქიძე, გირგვლიანი და კიდევ ბევრი, ბევრი ჩვენი თანამემამულე შეიწირა! დამთავრდით! გვამებს ვეღარავინ შეუკვეთავს ამ ქვეყანაში!"- წერს კობახიძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner