„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შემაჯამებელ შეხვედრებს მართავს.
დავით სერგეენკო ამჯერად ვაშლიჯვრის ამომრჩეველს შეხვდა. საუბარი შეეხებოდა მის გეგმებს, თუ რას აპირებს არჩევნებში გამრჯვების შემთხვევაში.
დავით სერგეენკომ შეკრებილებს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ 31 ოქტომბერს ამომრჩევლმა ქვეყნის მომავალი უნდა განსაზღვროს.