logo_geo
eng_logo
მერაბ შათირიშვილი: დავირაზმებით პანაშვიდებზე, ვაგინებთ ნაციონალებს და ასე... მერე ისევ ვიშვიშს დავიწყებთ...
- +

30 ივნისი. 2016. 02:58


„სულხან მოლაშვილი, ვაჟკაცობის ეტალონად დარჩება ქართველი ხალხის გულში, მაგრამ, სანამ უნდა ვვიშვიშებდეთ და ასეთი პირუთვნელი ქართველების მკვლელობას ვუთმენდეთ მკვლელებს?.."- ამის შესახებ მოძრაობა „ახალი რეალობისთვის" თავმჯდომარე მერაბ შათირიშვილი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ საზოგადოება აღარ უნდა შეეგუოს „ნაციონალური მოძრაობის" მსხვერპლთა წლების განმავლობაში გარდაცვალებას, როდესაც ამ დროს ამნაშავეები დაუსჯელები დადიან.


„ახლა დავირაზმებით პანაშვიდებზე, ვლანძღავთ და ვაგინებთ ნაციონალებს, თავდახრით შემოვუვლით ამ არაჩვეულებრივი კაცისსასახლეს" და სინანულის ოხვრაც დაგვცდება - ერთმანეთს გადავუსწრებთ თანაგრძნობის გამოხატვაში და, როცა, სულხანის ცხედარს მიწას მივაბარებთ, ჩვენ-ჩვენ გზას გავუყვებით - სამომავლოგეგმებს" მივხედავთ, კვლავ დაველოდებით, კიდევ ვინ გარდაიცვლება ნაცმკვლელების დროს ნაწამებ მსხვერპლთაგან... და ასე, შემოვუვლით მორიგი მსხვერპლის ცხედარს და, ისევ ვიშშვიშს დავიწყებთ...

 

ჩვენ, ღირსეული ხალხი რომ ვიყოთ, კომბლებით უნდა გამოუვარდეთ სულხანის მკვლელებს და კუდით ქვა ვასროლინოთ!..

 

არ გავაკეთებ ამას და, ხომ ხედავთ, „ავტორიტეტული" ეგზიტპოლები, როგორ კვლევებს ახმაურებენ?.. - ჰოდა, ნაციონალური მოძრაობა ლამის ხელისუფლებაში დააბრუნონ და, ვუყუროთ ამას მშვიდად დავიშვიშით!.."


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner