პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საგარეჯოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება ხელისუფლებისთვის მაინცდამაინც საამაყო არ არის.
„როდესაც ასეთ თემებზე იწყება გამოძიება და ერთვება პროკურატურა, რა თქმა უნდა, ეს არ არის კარგი და ხელისუფლებისთვის მანცდამაინც საამაყო. სხვა გზა ალბათ არ აქვს პროკურატურას, როცა საჯაროდ ასეთი სახის განცხადებები ვრცელდება. უმჯობესია, რომ ერთხელ და სამუდამოდ პასუხი გაეცეს, რა მოხდა სინამდვილეში. რა თქმა უნდა, ირაკლი შოთაძე, როგორც მთავარი პროკურორი, თავად არის პასუხისმგებელი იმ ქმედებებზე, რომელიც ხორციელდება პროკურატურის მხრიდან და როგორც ჩანს, ეს მისი გადაწყვეტილებაა. თუმცა, კანონი სხვა შესაძლებლობას მას არც აძლევდა. კანონში პირდაპირ გვიწერია, რომ სავარაუდოდ დანაშაულის შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს საფუძველს იმისა, რომ დაიწყოს ძიება. ეს პროცესი დაწყებულია. ახლა მთავარია, რაც შეიძლება ეფექტურად, სწრაფად, გაჭიანურების გარეშე გაეცეს ამ კითხვებს პასუხი. რაც უფრო დიდხანს ჭიანურდება ეს საქმეები, რა თქმა უნდა, ზარალდება ხელისუფლება", - განაცხადა მანანა კობახიძემ.