logo_geo
eng_logo
კახა კუკავა: რამდენიმე წლის წინ შევხვდით... თვალს ვერ ვუსწორებდი, მისი ცნობა შეუძლებელი იყო...
- +

30 ივნისი. 2016. 03:06


„თავისუფალი საქართველოს" ლიდერი  კახა კუკავა კონტროლის პალატის ყოფილ უფროსს, სულხან მოლაშვილს იხსენებს:



1997 - 1999 წლებში ვიყავი სულხანის, როგორც იუსტიციის საბჭოს წევრის თანაშემწე. მას შემდეგ უარავ ადამიანთან მქონდა ურთიერთობა, შევარდნაძის, სააკაშვილის და ივანიშვილის მთავრობებიდან და ოპოზიციიდან, სამოქალაქო და კომერციული სექტორიდან. სულხანი იყო ერთ-ერთი უნიჭიერესი ვისაც ვიცნობდი, ფართო თვალსაწიერის განათლებული ადამიანი, რომელიც არაფრით არ გავდა დაპროგრამებულ რობოტებს, რომლებმაც დაიპყრეს თანამედროვეობა.

 

ციხიდან მირეკავდა ხოლმე. მისი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგაც ერთი პერიოდი ტელეფონით გვქონდა ურთიერთობა მხოლოდ, თბილისში იშვიათად იყო. რამდენიმე წლის წინ შევხვდით და ვისაუბრეთ, მაგრამ თვალს ვერ ვუსწორებდი, მისი ცნობა შეუძლებელი იყო, განსაკუთრებით მათთვის ვინც ვიცნობდით მას პატიმრობამდე, როცა სიცოცხლეს და ენერგიას ასხივებდა.

 

კონკრეტულად არ ვსაუბრობ რომელიმე ჩინოვნიკზე: ეს არის ერთი ათასობით ისტორიიდან თუ როგორ გაანადგურა, მიწასთან გაასწორა და მოკლა "დამოუკიდებელმა და დემოკრატიულმა" ქართულმა სახელმწიფომ თავისი ერთ-ერთი საუკეთესო და უნიჭიერესი მოქალაქე."


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner