logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: ხელმოცარული ოპოზიციისგან უსინდისო განცხადებები არ მიკვირს, ისინი ებრძვიან ქართულ სახელმწიფოს და არა „ქართულ ოცნებას“
- +

27 ოქტომბერი. 2020. 14:23

 

 

„ხელმოცარული ოპოზიციისგან უსინდისო განცხადებები არ მიკვირს, ისინი ებრძვიან ქართულ სახელმწიფოს და არა „ქართულ ოცნებას“, - ასე ეხმიანება ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის საკითხზე ოპოზიციის კრიტიკას.

 

მისი თქმით, კითხვა, თუ რატომ გადაეცა უსაფრთხოების სამსახურს გამოძიება, არარელევანტურია.

 

„სამართალდამცავები ახორციელებენ ამ ოპერაციის მეორე ეტაპს და დარწმუნებული ვარ, ის ისეთივე წარმატებული იქნება, როგორიც პირველი იყო. ჩვენს ხელმოცარულ ოპოზიციას სწყინს ის, რომ ჩვენი სამართალდამცავები არიან მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეული.

 

საქმე რომ არის გამოძიებული, ეს ყველა მოქალაქემ იცის. მოხდა კვალიფიკაციის შეცვლა და უმძიმეს მუხლებზე გაკეთდა სწორება, რომელიც ტერორიზმის აქტს გულისხმობს, ცხადია ეს შესაბამისმა უწყებამ უნდა გამოიძიოს. თუ ამაზე ვინმეს კითხვები უჩნდება, ეს ცხადია არის მცდარი და უსინდისო განცხადებები, მაგრამ ეს ხელმოცარული ოპოზიციისგან არ მიკვირს, რადგან ისინი სინამდვილეში ებრძვიან ქართულ სახელმწიფოს და არა "ქართულ ოცნებას". საზოგადოება ხედავს, ვის რა მოტივაცია გააჩნია, ვისთვის არის ეს პროცესი პოლიტიკურად მოტივირებული და ვისთვის სახელმწიფოებრივად.

 

სახელმწიფოს დაზიანებას პირველ რიგში ცდილობს ზუსტად ეს ხელმოცარული ოპოზიცია. საზოგადოება ხედავს, რომ სახელმწიფო მუშაობს და მუშაობს ეფექტურად“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner