logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტით, პოლიციელის პირდაპირი ვალდებულებაა, გადაარჩინოს ადამიანის სიცოცხლე და შემდეგ იზრუნოს დამნაშავის შეპყრობაზე
- +

27 ოქტომბერი. 2020. 14:24

 

თეა წულუკიანი დღეს „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ მომხდარ თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა და სპეცოპერაციის დროს პოლიციის ქმედება შეაფასა.

 

„რაც შეეხება დამნაშავის შეპყრობას, მინდა ყველას შეგახსენოთ, რომ რაც არის საერთაშორისო და უფრო კონკრეტულად ევროპული სტანდარტი, როდესაც სახელმწიფოს და უფრო კონკრეტულად პოლიციელს აქვს არჩევანი - გადაარჩინოს ადამიანის სიცოცხლე თუ შეიპყროს მაშინვე დამნაშავე. სტანდარტი ადამიანის უფლებებისა ამბობს, რომ პოლიციელის პირველი ვალდებულებაა, ჯერ გადაარჩინოს ადამიანის სიცოცხლე და შემდეგ იზრუნოს დამნაშავის შეპყრობაზე“, - განაცხადა წულუკიანმა.

 

შსს-ს ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner