logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: როცა არასამთავრობო ორგანიზაციების დამფუძნებლები არიან შაშკინი, ზოდელავა, კოდუა, ხაბეიშვილი, შეუძლებელია, მათი მიზანი იყოს არჩევნებზე ობიექტური დაკვირვება
- +

27 ოქტომბერი. 2020. 15:07

 

 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, როცა არასამთავრობო ორგანიზაციების დამფუძნებლები ისეთი ოდიოზური ფიგურები არიან, როგორიც არიან შაშკინი, ზოდელავა, კოდუა, ხაბეიშვილი - შეუძლებელია, მათი მიზანი საპარლამენტო არჩევნებზე ობიექტური სადამკვირვებლო ღონისძიებების გატარება იყოს.

 

როგორც ჟურნალისტებს იონათამიშვილმა განუცხადა, ეს ადამიანები პოლიტიკურად მოტივირებული პირები არიან და ხშირ შემთხვევაში, თავად არიან ხელმოცარული ოპოზიციის ლიდერებიც.

 

„ხელმოცარული ოპოზიცია გადასულია ბათუ ქუთელიების სქემებზე. მნიშვნელოვანია, რომ ეს ინფორმაცია ჰქონდეთ საერთაშორისო დამკვირვებლებს, რათა ვინმეს იმის ილუზია არ ჰქონდეს, რომ ვირტუალურ სამყაროს შექმნის, როცა არჩევნები ჩატარდება. ერთ-ერთი საუკეთესო არჩევნები ჩატარდება თავისი გამჭვირვალობისა და დემოკრატიულობის ხარისხით. „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად ლიდერებს და არჩევნებში გაიმარჯვებს. ყველა კვლევით დასტურდება, რომ პარტიას 55-60 პროცენტის ფარგლებში მხარდაჭერა აქვს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

 

ცნობისათვის, დღეს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ 129 სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 32 პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია ოპოზიციურ პარტიებთან.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner