სოციოლოგმა ზურაბ ბიგვავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში შიდა კვლევის შედეგებზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, პარტია „ქართულ ოცნებას" 35%-იანი, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას" 13%-იანი რეიტინგი აქვს.
ზურაბ ბიგვავას ინფორმაციით, პარტია „ქართული ოცნების" ლიდერ გიორგი კვირიკაშვილს 42%-იანი რეიტინგი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერ დავით ბაქრაძეს 21% .
„ქართული ოცნების" ლიდერის რეიტინგი გაიზარდა და გამყარდა". „ქართული ოცნების" ეს რეიტინგი წინა თვესთან შედარებით გაზრდილია, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის" შემცირებული."- აღნიშნავს ბიგვავა.
გამოკითხულთა 65% აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება გაიმარჯვებს.
როგორც სოციოლოგმა თქვა, ეს არ არის "ქართული ოცნების" საბოლოო რეიტინგი, რადგან პარტიას საარჩევნო კამპანია ჯერ არ დაუწყია.
სოციოლოგიური კვლევის დროს 1500 ადამიანი გამოკითხა.