logo_geo
eng_logo
თამარ გაბუნია: კორონავირუსის პირველივე სიმპტომების გამოვლენისას ტესტირება რეკომენდებული არ არის
- +

27 ოქტომბერი. 2020. 15:27

 

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის პირველივე სიმპტომების გამოვლენისას ტესტირება რეკომენდებული არ არის. მისი თქმით, ვირუსის გამოსავლენად გარკვეული ფაზა არის საჭირო, რის შემდგომაც ლაბორატორიული კვლევა ტარდება.

 

ამასთან, თამარ გაბუნია დადასტურებულ პირთან კონტაქტში მყოფ მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ 12 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში დარჩნენ.

 

„პირველი რეკომენდაცია, რომელიც ადამიანებმა უნდა გაითვალისწინონ, ეს არის გადავიდნენ თვითიზოლაციაში და დარჩნენ 12 დღის განმავლობაში.

 

თუ გამოვლინდა სიმპტომი და სიმპტომები თუ პროგრესირებს, ამ შემთხვევაში რეკომენდირებულია ტესტირება და ოჯახის ექიმი პოტენციურ პაციენტს აძლევს რჩევას, როდის ჩაიტაროს ტესტი.

 

ხშირად ხდება, რომ მოქალაქეები რეკავენ პირველივე სიმპტომების გამოჩენისთანავე, ითხოვენ ტესტირებას. მაშინვე ტესტირება რეკომენდებული არ არის, მას გარკვეული დრო სჭირდება. გამოვლენა მაშინვე არ ხდება, თუნდაც ტესტი ჩატარდეს, ამდენად სიმპტომები მკვეთრად თუ არ არის გამოხატული, ამ შემთხვევაში კონტაქტში მყოფ პირვებს ვურჩევთ, რომ დარჩნენ თვითიზოლაციაში“, - განაცხადა გაბუნიამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner