logo_geo
eng_logo
იოსებ ხახალეიშვილი: ყველა პრობლემა მოგვარებადია
- +

27 ოქტომბერი. 2020. 16:12

 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა საარჩევნო პროგრამა და მისი პრიორიტეტები ინდივიდუალური შეხვედრების ფარგლებში ამჯერად თაბუკაშვილის ქუჩის N4, ბარნოვისა და ხუნდაძის ქუჩის მოსახლეობას გააცნო.

 

მოსახლეობას მერობის კანდიდატთან ერთად „ღამის შოუს“ წამყვანი გიორგი გაბუნია თავის ჯგუფთან ერთად შეხვდა, რომელიც მეორე დღეა, ქუთაისში იმყოფება და იოსებ ხახალეიშვილს და პარტია „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერას უცხადებს.

 

ქუთაისის სამომავლო განვითარების პერსპექტივა, ინფრასტრუქტურული პროგრესი, მოქალაქეების აქტიური ჩართულობა ქალაქის იერსახის გალამაზებაში, კონკრეტული ქუჩის ინფრასტრუქტურული პრობლემები, ქუთაისური ღირებულებები, ურთიერთობები, განათლება, კულტურა და სპორტი -  ეს ის თემებია, რომლის შესახებაც მერობის კანდიდატმა და ამომრჩევლებმა შეხვედრისას ისაუბრეს.

 

„არჩევნების პერიოდმა თავიდან გამაცნო ჩემი თანაქალაქელები, გამაგებინა, როგორ და რითი სუნთქავენ ისინი, რა უჭირთ, ულხინთ, რა სურთ, როგორ ქალაქში უნდათ გაიზარდონ მათი შვილები. პირველი, რაზეც ვთანხმდებით, ესაა, რომ მშვიდობა გვქონდეს და გადავლახოთ ეს რთული პერიოდი, დანარჩენი ყველა პრობლემა მოგვარებადია. ინფრასტრუქტურული პრობლემების ყველაზე რთული ნაწილის მოგვარება სულ მალე, მომავალი წლიდან დაიწყება. პერმანენტულად ყველაფერი გაკეთდება, ისე როგორც ადრე, ეტაპობრივად.  მთავარია, ეს ადამიანები იყვნენ მზად და გულღია თვითმმართველობასთან თანამშრომლობისთვის, ჩვენ მათ ყოველთვის მოვუსმენთ და დავეხმარებით“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner