logo_geo
eng_logo
თენგიზ ცერცვაძე: „ლოკდაუნის“ გარეშე ძნელია ინფიცირების რაოდენობის მოკლე დროში შემცირება
- +

27 ოქტომბერი. 2020. 16:45

 

 

„ორი გზა გვაქვს, რომ წავიდეთ. ერთი – დავუბრუნდეთ ჩაკეტვებს, კარანტინს და იმ ღონისძიებებს, რომელიც ერთხელ უკვე გამოვცადეთ გაზაფხულზე და რომელსაც ქვეყნების უმრავლესობა განიხილავს. მათ ნაწილობრივი „ლოკდაუნები“ უკვე შემოიღეს. ჩვენი მთავრობა ჯერჯერობთ ამაზე უარს ამბობს და მეორე, უარი ვთქვათ „ლოკდაუნზე“, ამით შეგნებულად წავიდეთ გაზრდილ რაოდენობაზე, რადგან „ლოკდაუნს“ თუ არ გამოვიყენებთ, ისე ახალი შემთხვევების ზრდის მართვა ძნელია“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა  დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

 

მართალია, ინტენსიური ღონისძიებები და წერტილოვანი პრევენციული ღონისძიებები ტარდება, მაგრამ მაინც ძნელია „ლოკდაუნის“ გარეშე ინფიცირების ამ დიდი რაოდენობის მოკლე დროში შემცირება. მთელი დარტყმა თავის თავზე უნდა აიღოს სახელმწიფომ, კლინიკურმა სექტორმა. ეს გაზრდილი რაოდენობა ისე უნდა ვმართოთ, რომ მოსახლეობას არ შეექმნას დისკომფორტი, თუნდაც იმ დოზით, რომელიც თუნდაც დღეს ექმნება დაგვიანებების სახით, რომ სიკვდილიანობა იყოს ძალიან დაბალი“, – განაცხადა ცერცვაძემ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner