logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: პოზიტიური ტრენდია, რომ თანდათან გამოჯანმრთელებულთა დღიური მაჩვენებელი იზრდება
- +

27 ოქტომბერი. 2020. 16:49

 

 

„დღეისთვის გვაქვს ინფექციის 19 231 აქტიური შემთხვევა. გამოჯანმრთელებულია 12 632 ადამიანი. დილისთვის გამოჯანმრთელდა 1 262 ადამიანი. პოზიტიური ტრენდია, რომ, თანდათან, გამოჯანმრთელებულთა დღიური მაჩვენებელი ქვეყანაში იზრდება“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ Facebook-ის პირდაპირ ეთერში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„19 231 ადამიანიდან, ჰოსპიტალში მკურნალობს 3 600-მდე პაციენტი, ხოლო დანარჩენი გახლავთ კოვიდ-სასტუმროებსა და ბინაზე მკურნალობაში. მოგეხსენებათ, რომ ოქტომბერში ქვეყანა აქტიურად გადავიდა უსიმპტომო, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ავადმყოფთა ბინაზე ან კოვიდ-სასტუმროებში მკურნალობის სტრატეგიაზე, რომელიც საკმაოდ აქტიურად ხორციელდება. სამწუხაროდ, დღეისთვის, სიკვდილის 238 შემთხვევა გვაქვს. პროცენტულ მაჩვენებელში, ეს გახლავთ 0.75%. რა თქმა უნდა, თითოეული სიკვდილი ტრაგედიაა, მაგრამ, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობაში, ჯერჯერობით, საქართველოს პროცენტული მონაცემი გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ევროპის რეგიონში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 824 ადამიანს დაუდასტურდა, 1 262 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 23 კი გარდაიცვალა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner