ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისის დირექტორის, ჰანს კლიუგეს განცხადებით, სკოლების დახურვა კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილებას მცირედით ეხმარება.
„ჯანმო პანდემიის დროს სკოლების დახურვას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს და თვლის, რომ ეს 190-ზე მეტი ქვეყნის 1.6 მილიარდი მოსწავლის განათლების უდიდესი დარღვევაა. პანდემიის დროს ყველაზე მეტად მძიმე პირობებში მცხოვრები ბავშვები დაზარალდნენ", - დასძინა მან.
მან ქვეყნებს მოუწოდა, რომ სკოლები არ დახურონ.
შეგახსენებთ, მსოფლიოში კორონავირუსის 43,5 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. 1,1 მილიონზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 29.2 მილიონზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულთა რაოდენობით აშშ ლიდერობს, ქვეყანას 8,7 მილიონი COVID-19-ით დაინფიცირებული ადამიანი ჰყავს.