logo_geo
eng_logo
მაიკ პომპეო ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა
- +

27 ოქტომბერი. 2020. 19:39

 

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა.

 

ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

 

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მორგან ორტაგუსის განცხადებაშია აღნიშნული, მაიკ პომპეომ ორი ქვეყნის ლიდერს სთხოვა, შეასრულონ ცეცხლის შეწყვეტისა და ეუთო-ს მინსკის ჯგუფის ეგიდით მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დიპლომატიური დარეგულირების გზების ძიების ვალდებულებები.

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ნიკოლ ფაშინიანთან და ილჰამ ალიევთან გამართული სატელეფონო საუბრის დროს აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს სამხედრო დარეგულირების გზა არ აქვს.

 

სახელმწიფო მიდვანმა ხაზი გაუსვა მოსკოვში 10 ოქტომბერს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად შესრულების ვალდებულებას და დაადასტურა 17 ოქტომბერს პარიზში გამოქვეყნებული განცხადება, რომელიც აშშ-ის, საფრანგეთისა და რუსეთის ლიდერების პირველი ოქტომბრის განცხადებას შეესაბამებოდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner