logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე თურქ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა
- +

30 ივნისი. 2016. 10:37



„კიდევ მეტი ძალისხმევაა საჭირო უსაფრთხოების კუთხით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, და არა მხოლოდ მათთან, თანამშრომლობის კუთხით; ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მაქსიმალური კონტროლი იყოს", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.



მან კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა თურქ ხალხს სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო და აღნიშნა, რომ ტერორიზმს რელიგია და ეროვნება არ გააჩნია.


 

მინდა, გამოვთქვა გულწრფელი სამძიმარი. ტერორიზმი არ ინდობს არავის, მას არც ეროვნება და არც რელიგია არ გააჩნია. შეძრწუნებულები ვართ ამ შემზარავი ფაქტით", - განაცხადა პრემიერმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner