logo_geo
eng_logo
ნიკა ლალიაშვილი: შევარჩიეთ Public Opinion Strategies - კომპანია, რომელსაც აქვს აბსოლუტურად უმწიკვლო ბიოგრაფია, კვალიფიკაცია, გამოცდილება და ისტორია
- +

27 ოქტომბერი. 2020. 21:56

 

 

 

„ძალიან დიდი ხანი ვარჩევდით პარტნიორს, თითქმის ზაფხულიდან მოყოლებული, რომელსაც უნდა ჩაეტარებინა ეგზიტპოლი ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით“, - ამის შესახებ „იმედის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა ლალიაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, მათ ყურადღება კომპანია Public Opinion Strategies-ზე შეარჩიეს, რომელსაც სისი ხნის გამოცდილება და მაღალი კვალიფიკაცია გააჩნია.

 

„ძალიან დიდი ხანი ვარჩევდით პარტნიორს, თითქმის ზაფხულიდან მოყოლებული, რომელსაც უნდა ჩაეტარებინა ეგზიტპოლი ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით. შევარჩიეთ Public Opinion Strategies - კომპანია, რომელსაც აქვს აბსოლუტურად უმწიკვლო ბიოგრაფია, კვალიფიკაცია, გამოცდილება და ისტორია. ეს გახლავთ ამერიკული კომპანია, რომელიც ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს ამერიკის შეერთებული შტატების „რესპუბლიკურ პარტიასთან“. მათ გაკეთებული აქვთ კვლევები მაკკეინის საარჩევნო კამპანიის დროს და ისინი ახლა ძალიან მჭიდროდ მუშაობენ საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტთან IRI-სთან,“ - განაცხადა ნიკა ლალიაშვილმა.

 

კომპანიის ანგარიშზე 10 მლნ იტერვიუ და 24 ათასზე მეტი წარმატებით განხორციელებული კვლევითი პროექტია. იგი მონაცემთ სიზუსტითა და გამოკითხვებისადმი ეფექტური მიდგომით გამოირჩევა.

 

31 ოქტომბერს, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, 8-საათიანი ქრონიკა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით უმსხვილესი ამერიკული საზოგადოებრივი კვლევების ორგანიზაცია Public Opinion Strategies ეგზიტპოლს შემოგთავაზებთ. 30-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია მუშაობს, როგორც პოლიტიკოსებისთვის, ასევე მედია საშუალებებისთვის, კერძო კომპანიებისა და სავაჭრო ასოციაციებისთვის. კომპანია მუშაობს 15 სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში ჩატარებული აქვს არაერთი გამოკითხვა და კვლევა.

 

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner