logo_geo
eng_logo
ჯონდი ბაღათურია: სულხან მოლაშვილი „ნაცმოძრაობის“ რეპრესიებს შეეწირა!
- +

30 ივნისი. 2016. 10:59



„ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია სულხან მოლაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს სამძიმარს უცხადებს. როგორც ბაღათურიამ „რეპორტიორს" განუცხადა, მოლაშვილის ჯანმრთელობის გაუარესება იმ სასტიკმა მოპყრობამ განაპირობა, რომელიც კონტროლის პალატის ყოფილმა ხელძღვანელმა „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს გამოიარა.


„ძალიან ვწუხვარ სულხან მოლაშვილის გარდაცვალების გამო, მის ოჯახს თანადგომას ვუცხადებ. სულხანი იყო პატრიოტი ქართველი, რომელიც თავისი შრომითა და ბრძოლით ემსახურებოდა სამშობლოს.

 

მან განვლო ძალიან რთული გზა. იგი სასტიკად იყო ნაწამები სააკაშვილის რეჟიმის მიერ და მისი ჯანმრთელობა სწორედ ამ რეჟიმის მიერ განხორციელებულ რეპრესიებს შეეწირა. ის იყო მებრძოლის სულის ადამიანი, გარდაცვალებამდე, ბოლო წუთამდე ცდილობდა, დაკარგული აენაზღაურებინა... მისი სახით ჩვენ დავკარგეთ ძალიან განათლებული და გაბედული ადამიანი, რომელსაც ბევრი რამის გაკეთება შეეძლო ქვეყნისთვის.

 

უნდა აღინიშნოს, რომ სასტიკი წამების გამო, რომელიც მან გამოიარა სააკაშვილის რეჟიმის დროს, არავინ დასჯილა. ეს არის ხელისუფლების სირცხვილი!" - განაცხადა


სულხან მოლაშვილი  29 ივნისს პარიზის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ღვიძლის უკმარისობა გახდა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner