logo_geo
eng_logo
ირაკლი გოგავა: ვინც იცნობს სააკაშვილს, ყველა გრძნობს, რომ ამაზე წამსვლელი იყო, მაგრამ ხალხს გარეჯის საქმეზე მეტი პასუხი სჭირდება
- +

28 ოქტომბერი. 2020. 00:12

 

 

„ვინც იცნობს სააკაშვილს, ყველა გრძნობს, რომ ამაზე წამსვლელი იყო, მაგრამ საზოგადოებას დავით გარეჯის საქმეზე მეტი პასუხი სჭირდება, ამიტომ ეს თემა არ უნდა გაიწელოს“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ ანალიტიკოსმა, ირაკლი გოგავამ განაცხადა.

 

„მე არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ წარმოვადგენ, ისევე როგორც მოსახლეობის 97%, ამიტომ ჩვენ არ ვაფასებთ მსგავს საკითხებს საარჩევნო კალენდრის მიხედვით. საზოგადოებაში რეალურად არის დუღილი - ყველა ელოდება გამოძიების წინასწარ მონაცემებს. საზოგადოება ამ თემას არავითარ შემთხვევაში არ გაატარებს. ამას აუცილებლად უნდა მოყვეს შესაბამისი შედეგები - იურიდიული, მორალური თუ სხვა. პირადად მე განცვიფრებული ვარ - არასდროს გამიგონია, რომ მსგავსი თავხედობის დანაშაული რომ საქართველოში ან რომელიმე სხვა ქვეყანაში მომხდარიყო. კარგია, რომ აზერბაიჯანი მშვიდად შეხვდა საქმეში ძველი რუკის დაბრუნებას. საბოლოო ჯამში ეს საქმე ამოატივტივა რამდენიმე ადამიანის პატრიოტიზმმა და შეუპოვრობამ, მამა კირიონის თამადობით. ეს გამოაშკარავეს არქიმანდრიტმა ილარიონმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და სხვებმა. ვინც იცნობს სააკაშვილს, ყველა გრძნობს, რომ ამაზე წამსვლელი იყო, მაგრამ საზოგადოებას მეტი პასუხი სჭირდება, ამიტომ ველოდებით და ეს თემა არ უნდა გაიწელოს. არჩევნები ჭირსაც წაუღია - ჩვენ გვაინტერესებს, ქართული მიწები რატომ გასხვისდა. საზოგადოებას ექნება თავისი პოზიცია, მიუხედავად იმისა, რომელიმე პარტიას სცალია თუ არა გარეჯისთვის“, - განაცხადა ირაკლი გოგავამ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner