logo_geo
eng_logo
საქართველოს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა
- +

30 ივნისი. 2016. 11:00



2016 წლის 1 ივლისს  საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვევა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართება მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა გერმანელ კოლეგასთან, რის შემდეგაც მინისტრები  ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.



ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი  შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ- მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება მრგვალი მაგიდა გერმანელი ბიზნესმენების მონაწილეობით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს პირველი ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.  საქართველოში სამუშაო ვიზიტის პარალელურად ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი მონაწილეობას მიიღებს  ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესიის გახსნის ცერემონიაში.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner