logo_geo
eng_logo
ვასილ მაღლაფერიძე: საბჭოთა კავშირის დროსაც ყველამ იცოდა, რომ დავით გარეჯთან საზღვარი ქედს ქვემოთ გადიოდა
- +

28 ოქტომბერი. 2020. 00:34

 

„დიდ ტკივილს იწვევდა ის, როდესაც ჩვენ ვხედავდით, რომ საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ დავით გარეჯს კარგავდა. ბევრმა ეს გამოძიება არჩევნებს დაუკავშირა, მაგრამ არჩევნები სამ დღეში ჩატარდება, გადაივლის და ის ყველას დაავიწყდება, მაგრამ ეს თემა უნდა გაგრძელდეს და ისე დასრულდეს, როგორც ამას ისტორიული სამართლიანობა მოითხოვს“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ ​ფილოლოგმა, ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა.

 

„ადამიანები რაღაცნაირად რომ გახურდებიან თავიანთ ფიქრში და პოლიტიკურ ბრძოლაში, ისე, რომ არ აკვირდებიან, შეიძლება გადააყოლონ ხოლმე ამას რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი. დავით გარეჯთან დაკავშირებით ყველას გვესმოდა, რომ იქ ისე კარგად არ მიდიოდა საქმე, როგორც უნდა გადაწყვეტილიყო. მე ვმუშაობდი იქ რესტავრაციაზე და საბჭოთა კავშირის დროსაც ყველამ იცოდა, რომ საზღვარი გადიოდა ქედს ქვემოთ. ეს ასე იყო ცნობილი ყველასთვის, თუმცა საბჭოთა კავშირის დროს საზღვრებს დიდი მნიშვნელობა არ ენიჭებოდა. საქართველოს აქვს სამწუხარო გამოცდილება, როდესაც თავს ზემოთ ძალა არაა, მაგრამ ჩემთვის ძალიან გასაკვირი, შემაშფოთებელი და აღმაშფოთებელიც კი იყო ცალკეული კომენტარები, როდესაც გამოჩნდა შანსი, რომ სამართლებრივ დონეზე დავიწყოთ დიალოგი და დისკუსია. ჩემთვის სრულიად მიუღებელია კომენტარები, თითქოს აზერბაიჯანს არ უნდა ვაწყენინოთ ან რა დროს ესაა ახლა. ნამდვილად, ეს ჩვენი მეგობარი ქვეყანაა და ამაზე არავინ დავობს, მაგრამ ეს არასერიოზული განწყობაა. საუბარი ჯიბეში ჩარჩენილ კამფეტებზე კი არაა, არამედ ტერიტორიაზე, თანაც ასეთ საკრალურზე. დიდ ტკივილს იწვევდა ის, როდესაც ჩვენ ვხედავდით, რომ საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ ამას კარგავდა. ბევრმა ეს არჩევნებს დაუკავშირა, მაგრამ არჩევნები სამ დღეში ჩატარდება, გადაივლის და ყველას დაავიწყდება, მაგრამ ეს თემა უნდა გაგრძელდეს და ისე დასრულდეს, როგორც ამას ისტორიული სამართლიანობა მოითხოვს. როდესაც ადამიანი ბურუსში მიდიხარ და ბილიკს ერთი მეტრით ასცდები, ერთი კილომეტრის გავლის შემდეგ უკვე 100 მეტრით ხარ აცდენილი. როდესაც პოლიტიკურ ბრძოლაში ხარ, იქაც ეს აგაცდენს გზა, მაგრამ მერე ინანებ ამას. არის თემები, სადაც ერი უნდა იყოს ერთიანი“, - განაცხადა მაღლაფერიძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner