logo_geo
eng_logo
გია ცაგარეიშვილი: არჩევნები ჩატარდება გამჭვირვალედ, მოქალაქეებს ექნებათ თავისი ნების თავისუფლად გამომჟღავნების აბსოლუტური შესაძლებლობა და „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს
- +

28 ოქტომბერი. 2020. 01:45

 

 

„არჩევნები ჩატარდება გამჭვირვალედ. მოქალაქეებს ექნებათ თავისი ნების თავისუფლად გამომჟღავნების აბსოლუტური შესაძლებლობა და რა თქმა უნდა, ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს“, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა, გია ცაგარეიშვილმა „იმედის“ გადაცემაში „არენა“ განაცხადა.

 

მან წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლების მიერ გამოთქმულ ინიციატივაზე ისაუბრა, რათა რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებლები დასწრებოდნენ საპარლამენტო არჩევნებს.

 

„გახსოვთ, წინა თვეების მანძილზე საქართველოს ხელისუფლება გამოხატავდა სურვილს, რაც შეიძლება მეტი საეთაშორისო დამკვირვებელი ჩამოეყვანა საქათველოში არჩვნებზე დასაკვირვებლად. ინიციატივაც გავახმოვანეთ და ვთქვით, რომ ჩარტერულ რისებსაც დავნიშნავთ, რათა დამკვირვებლები ჩამოვიყვანოთ პანდემიის პერიოდში, დააკვირდნენ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს. სწორედ ამიტომ, გრძელვადიანი ეუთოს სადამკვირვებლო მისია გაიხსნა, რომელიც ერთი თვეა აკვირდება წინასაარჩევნო პროცესს. ასევე, ჩვენ გვქონდა გარკვეული შიშები, გამომდინარე წინაგამოცდილებიდან. ვიცით, ვისთან გვაქვს საქმე. ეს ადამიანები არიან „კმარადადნ“ მოყოლებული, არასამთავრობო ორგანიზაციებში გადაბარგებული, მოზონდერო ტიპები, რომლებიც ახლა ქმნიან ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ისინი არსებულ სცენარში ეწერებიან. ეს არის ერთი ჯაჭვი, ჯაჭვის რგოლებად უნდა განვიხილოთ: არასამთავრობო ორგანიზაციები, კონტროლირებადი, ე.წ პარტიული მედია, ზონდერები და მოწოდებები გამოსვლისთვის“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

 

მისივე თქმით, ის რაც დღეს ხდებოდა ცესკოს შენობის წინ, ახლაგაზრდების მიერ, ამის ნაწილია.

 

ამასთან, მან გაიხსენა რამდენიმე ფაქტი, კერძოდ, თუ როგორ შეიწყალა დიმიტრი შაშკინმა გირგვლინის მკვლელები და უდოთი გამოუშვა ისინი ციხიდა. შესაბამისად, ცაგარეიშვილმა აღნიშნა, რომ დიმიტრი შაშკინი როგორ შეიძლება იყოს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

 

„ჩვენ გამოვფინეთ ის, რაც ზედაპირზე აღმოვაჩინეთ. პარტიამ შესაბამისი ძალიახმევა გასწია და ძალიან კარგი კვლევა გამოამზეურა. ეს კიდევ ერთხელ წარმოაჩენს იმას, ვისთან გვაქვს ჩვენ შეხება - „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ რაობას და მათ ზურგს უკან ამოფარებული არასამთავრობო სექტორს, რომელიც IPM-ს უკვეთავს კვლევას, საზოგადოებრივ აზრს იკვლევენ, თითქოს - თუ წამომყვებით ხელისუფლების დასამხობად. ბევრი რამის მნახველი ვართ, მაგრამ ასეთი კვლევა პირველად გავიგე“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

 

მისივე თქმით, არჩევნები ჩატარდება გამჭვირვალედ. მოქალაქეებს ექნებათ თავისი ნების თავისუფლად გამომჟღავნების აბსოლუტური შესაძლებლობა. ცაგარეიშვილი დარწმუნებულია, რომ არჩევნებში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner