logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ყოველთვის ასეთი არაადეკვატური რეაქცია აქვს ყველაფერზე ჩვენს ოპოზიციას
- +

28 ოქტომბერი. 2020. 01:25

 

„ღიად არ გამოხატავდნენ სიხარულს, მაგრამ აშკარად იგრძნობოდა მათი კმაყოფილება ამ მოვლენით, რომელსაც პირდაპირ ეთერში ვუყურებდით“, - ამის შესახებ ექსპერტმა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა „იმედის“ გადაცემაში „არენა“ ოპოზციის ზუგდიდის სპეცოპერაციისადმი დამოკიდებულებაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, „ყოველთვის ასეთი არაადეკვატური რეაქცია აქვს ყველაფერზე ჩვენს ოპოზიციას“, რაც მათ შორის დავით გარეჯის საკითხშიც გამოიხატა.

 

„ჯერ ერთი რა სტრატეგიულ სიმაღლეებზე შეიძლება ვილაპარაკოთ მეგობარ ან არამეგობარ ქვეყანას, როგორ უნდა დაუთმო საერთოდ სხვას? მეორე, როგორც შეიძლება დავით გარეჯზე გაგეცინოს, მაგრამ სტრატეგიული სიმაღლე კი არა, სტრატეგიული სიმდაბლე გამოიჩინა აბსოლუტურად მაშინდელმა ხელისუფლებამ და ახლაც იჩენს სტრატეგიული სიმდაბლეს ეს ხალხი. თანაც არჩევნების წინ, როცა პირიქით, უნდა ამჟღავნებდნენ კონსტრუქციულობას“, - განაცხადა მჭედლიშვილმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner