logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის პირდაპირ ეთერში გაშუქებაზე: აშშ-ში ეს რომ რომელიმე სოფლის რადიომ გააკეთოს, წაართმევენ ლიცენზიას და იქნება ხისტი პასუხი
- +

28 ოქტომბერი. 2020. 02:23

 

 

„მესმის, რომ წინასაარჩევნო პერიოდია, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფო გაცილებით ხისტი უნდა იყოს, ჩაახშოს სიგნალი, უფრო შორს გააძევოს ჟურნალისტი“, - განაცხადა ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ გადაცემაში „არენა“, ზუგდიდში, „საქართველოს ბაკის“ ფილიალზე თავდასხმის საქმეზე საუბრისას.

 

„წარმოიდგინეთ, ისლამური სახელმწიფოს რამდენი ტერორისტია. სამწუხაროდ, თვეში რამდენჯერ ხდება შეჭრა რომელიმე ამერიკულ კოლეჯში, მასობრივი სროლები... ყველას რომ დაუთმონ ეთერი. არ ვსაუბრობ რომელიმე „მეინსტრიმ“ მედიაზე, ვთქვათ, რომელიმე სოფლის რადიომ. შანსი არაა, რადიოსაც წაართმევენ ლიცენზიას და იქნება ხისტი პასუხი, რომელი მეორედ აღარ გაუჩენს ამ ჟურნალისტს, თუ ჟურნალისტობაზე პრეტენზიის მქონეს და არ აჩვენებინებს. ჩვენ ღია ეთერში ვნახეთ, როგორ გადაადგილდებოდა პოლიციის ჯავშანტექნიკა, სად ისხდნენ სნაიპერები და ა.შ. ახლა, გაიყვნენ ჩვენი მედიაჩეკერები და ანალიტიკოსები: ერთნი სწორ პოზიციაზე არიან, იზიარებენ დასავლურ, სწორ პოზიციას და მეორენი ამბობენ - ჟურნალისტმა ყველაფერი უნდა თქვას. არა, თავისუფლება არაა თავაშვებულობა და ტერორიზმის ხელშეწყობა. ამიტომ, მთელი კანონმდებლობაა შესაცვლელი და მოდიფიცირება სჭირდება“ - განაცხადა გია აბაშიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner