logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მეტრეველი: როგორ შეიძლება, ქვეყნის მოყვარული ადამიანი აპრიორი ამბობდეს, რომ გარეჯი საქართველოს არ ეკუთვნის
- +

28 ოქტომბერი. 2020. 03:08

 

 

 

წარმოუდგენელია, როდესაც ჩვენი კონსტრუქციულ რეჟიმში მხარე პოულობს ისეთ დოკუმენტს, რომელმაც შეიძლება ტერიტორიები დაგვიბრუნოს, როგორ შეიძლება, ქვეყნის მოყვარული ადამიანი, ნებისმიერი პარტიის წევრი, აპრიორი ამბობდეს, რომ ეს ტერიტორია საქართველოს არ ეკუთვნის, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ ექსპერტმა ნიკოლოზ მეტრეველმა განაცხადა.

 

„დავით გარეჯის საკითხი პრევალირებს ნებისმიერ პოლიტიკურ დებატებზე. ეს არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული საკითხი ჩვენი ქვეყნისთვის, რაზეც ყველა უნდა თანხმდებოდეს. თავისთავად, წარმოუდგენელია, როდესაც ჩვენი კონსტრუქციულ რეჟიმში მხარე პოულობს ისეთ დოკუმენტს, რომელმაც შეიძლება ტერიტორიები დაგვიბრუნოს, როგორ შეიძლება, ქვეყნის მოყვარული ადამიანი, ნებისმიერი პარტიის წევრი, აპრიორი ამბობდეს, რომ ეს ტერიტორია საქართველოს არ ეკუთვნის. ვურჩევ საზოგადოებას ეს ელემენტარული და მარტივი ფაქტი გაიაზრონ, როგორ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ასეთი განწყობა, თუ ის არაა ისეთივე მარკირებული დეზერტირი, როგორიც მიხეილ სააკაშვილია. ვთხოვ საზოგადოებას, კარგად დაფიქრდნენ, თუ რა მასშტაბის სიბინძურესთან და ქვეყნის ღალატთან გვაქვს საქმე ამ პოლიტიკური ძალის მხრიდან“, - განაცხადა მეტრეველმა.

 

17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.

 

7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

 

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 8 ოქტომბერს შეეფარდათ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner