logo_geo
eng_logo
გიორგი აბაშიძე დავით გარეჯის საქმეზე: თუ იქ რაღაც დიდი, ჯაჭვური დანაშაული არაა ჩადენილი, ეს რაციონალურად ვერ აიხსნება
- +

28 ოქტომბერი. 2020. 03:14

 

 

 

თუ იქ რაღაც დიდი, ჯაჭვური დანაშაული არაა ჩადენილი, ეს რაციონალურად ვერ აიხსნება“, - განაცხადა ანალიტიკოსმა, გიორგი აბაშიძემ გადაცემაში „არენა“ დავით გარეჯის საქმესთან და ამ საკითხზე რადიკალური ოპოზიციის პოზიციაზე საუბრისას.

 

„თუ საერთაშორისო ურთიერთობებში ასეთი „გათვითცნობიერებულები“ არიან ამ ორი პარტიის, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერები, როდესაც ოფიციალური აზერბაიჯანული მხარე მოლაპარაკებისთვის მზადაა, მათ შორის, იყო უპრეცედენტო ფაქტი, როდესაც ახლადდანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანიდან ჩამოვიდა, ჩვენმა მინისტრმა თქვა ის, რაც თქვა და ღია იყო დიალოგისთვის. ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიულ-კულტურული ნაწილია, რელიგიური, საკრალური, აზერბაიჯანული მხარე არ გედავება, სხვა არც ერთი საგარეო მოთამაშე არაფერს არ ამბობს საწინააღმდეგოს და რა ლოგიკაა? მართლა იმაზე ვფიქრობთ, რომ რაღაც სარგებელია მიღებული, ან - გადარიცხვით, ან - მატერიალური. სხვანაირად, ვერ აიხსნება ეს მომენტი. მივმართავ იმ სეგმენტს, რომელიც მორწმუნე საზოგადოებაა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოში“: არაა ეს საქართველოს ისტორიულ-რელიგიური ტერიტორია? თუ იქ რაღაც დიდი, ჯაჭვური დანაშაული არაა ჩადენილი, ეს რაციონალურად ვერ აიხსნება“ - განაცხადა გიორგი აბაშიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner