logo_geo
eng_logo
რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა და ვლადიმირ პუტინმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე ისაუბრეს
- +

28 ოქტომბერი. 2020. 10:37

 

 

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომლის დროსაც პრეზიდენტებმა მთიანი ყარაბაღის საკითხი განიხილეს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

„რუსეთის მხარემ ღრმა შეშფოთება გამოხატა საბრძოლო მოქმედებების გაგრძელებასთან, ასევე ახლო აღმოსავლეთიდან ჩასული ტერორისტების სულ უფრო მასშტაბურ ჩართულობასთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია კრემლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

მათივე ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანს მიაწოდა ინფორმაცია აზერბაიჯანისა და სომხეთის ხელისუფლებებთან კონტაქტების, ასევე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა და კრიზისის დეესკალაციის სწრაფად მიღწევის მიზნით გადადგმული ნაბიჯების შესახებ.

 

გავრცელებული ინფორმაციით, საუბრისას ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ლიბიისა და სირიის საკითხებიც განიხილეს.

 

კრემლის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ სატელეფონო საუბარი თურქული მხარის ინიციატივით გაიმართა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner