logo_geo
eng_logo
აკაკი ასათიანი: ევროპა კი არ გვაძალებს, ჩვენ ვიძალებთ ზოგიერთ რამეს
- +

2 მარტი. 2016. 17:05


„ზედმეტი აჟიოტაჟის გარეშე უნდა შევიდეს კონსტიტუციაში ცვლილება", - აცხადებს „ტრადიციონალისტთა კავშირის" ლიდერი აკაკი ასათიანი და აღნიშნავს, რომ კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს, რომ ოჯახი არის ქალისა და კაცის ნებაყოფლობითი ერთობა. ამის შესახებ ასათიანი „რეპორტიორს" ესაუბრა და აქვე დასძინა, რომ თუკი პარლამენტი ამ ცვლილებას არ დაამტკიცებს, საკუთარ თავზე დიდი პასუხისმგებლობის აღება მოუწევს.

 

„ისე არ უნდა დგებოდეს საკითხი, რომ ევროპა ამას გვაძალბს. ჩვენ ვიძალებთ ზოგიერთ რამეს და მოვლენებს ვუსწრებთ ხოლმე. ზედმეტი თავგამოდება ყოველთვის ყველანაირ საქმეს ვნებს. არც ის ფრაზა მომწონს, რომ თურმე ჯერ მზად არ ვართ ერთსქესიანთა ქორწინებისთვის. როდისმე უნდა ვიყოთ მზად? ვისაც ღმერთი სწამს, ეს ასეა უფლისგან და ვისაც არ სწამს, ეს ასეა ბუნებისგან.

 

იმედი მაქვს, რომ ეს ცვლილება პარლამენტში გავა. თუ ასე არ მოხდება, ეს ადამიანები თავიანთ თავზე სერიოზულ პასუხისმგებლობას აიღებენ", - განაცხადა აკაკი ასათიანმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner