logo_geo
eng_logo
ბინალი ილდირიმი: გამოძიების შედეგები მიუთითებს, რომ ტერაქტი „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ იყო ორგანიზებული
- +

30 ივნისი. 2016. 11:03



თურქეთის პრემიერ-მინისტრის ბინალი ილდირიმის განცხადებით, გამოძიების პირველადი შედეგები მიუთითებს, რომ სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერაქტი დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს" მიერ იყო ორგანიზებული.



მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ვერსია, რომლის თანახმად, სამი ტერორისტი აეროპორტთან ტაქსით მივიდა, რის შემდეგაც შესასვლელთან ცეცხლი გახსნა და თავი აიფეთქა.



აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორის ჯონ ბრენანის განცხადებით, სტამბოლის ტერაქტში „ისლამური სახელმწიფოს" ხელწერას ხედავს.



ბოლო მონაცემებით, 28 ივნისს მომხდარ თავდასხმას 42 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 238 ადამიანი.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner