„პანდემია საკმაოდ სერიოზულ ფაზაშია შესული, მატება ძალიან ინტენსიურია და უკვე ბოლო 10 დღის განმავლობაში, მსოფლიოში ყოველდღიურ შემთხვევათა რიცხვი, უკვე სტაბილურად 400 000-ს აჭარბებს“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, გაზრდილია გამოჯანმრთელების მაჩვენებელი, ხოლო სიკვდილიანობა შემცირებულია.
„პანდემია საკმაოდ სერიოზულ ფაზაშია შესული, მატება ძალიან ინტენსიურია და უკვე ბოლო 10 დღის განმავლობაში, მსოფლიოში ყოველდღიურ შემთხვევათა რიცხვი, უკვე სტაბილურად 400 000-ს აჭარბებს, დღეს კი 460 000-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში 44,3 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა და სამწუხაროდ 1 171 000-მდე გარდაიცვალა.
აღსანიშნავია, რომ გამოჯანმრთელების მაჩვენებელი გაზრდილია - დაახლოებით 37,5 მილიონი ადამიანი გამოჯანმრრთელდა, სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი 2,6 პროცენტამდე არის შემცირებული, ხოლო გაზაფხულზე ეს მაჩვენებელი 7-მდე აღწევდა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 33 858 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 14 829, გარდაიცვალა 253 პაციენტი.