logo_geo
eng_logo
ათათურქის აეროპორტში დაღუპულთა რიცხვი 42-მდე გაიზარდა
- +

30 ივნისი. 2016. 11:03



„BBC"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 42-მდე გაიზარდა.

დაღუპულთა შორის 13 უცხოელია, დაშავებულია 239 ადამიანი, აქედან 128, მათ შორის უკრაინისა და შვეიცარიის მოქალაქეები, ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფებიან.



თავდასხმები ათათურქის სახელობის აეროპორტში სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.



პასუხისმგებლობა მომხდარისთვის ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner