logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: სამწუხაროდ, ინფიცირდება სამედიცინო პერსონალი, დღევანდელი დილისთვის ასეთი 123-ია
- +

28 ოქტომბერი. 2020. 12:09

 

 

„სამწუხაროდ, ინფიცირდება სამედიცინო პერსონალი, დღევანდელი დილისთვის ასეთი 123-ია“, - განაცხადა  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ  უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

 

მისი თქმით, შესაძლოა, იყოს გარკვეული ხარვეზები კორონავირუსის მართვაში, მაგრამ ზოგადად, ჯანდაცვის სისტემა ამას უძლებს და პიკურ დატვირთვასაც გაუძლებს.

 

„სამიზნე ჯგუფებიდან ყველაზე მეტი ინფიცირებული არიან სიმპტომებიანი ადამიანები 1731-დან 70% -1272 გახლავთ სიმპტომებიანი პაციენტი. სამწუხაროდ, გვიზიანდება სამედიცინო პერსონალი. დღევანდელი დილისთვის 123-ია ასეთი. სამწუხაროდ, იცით, რომ გარდაგვეცვალა ერთი ჩვენი კოლეგა, სასწრაფოს ექიმი. ასევე, სხვა რისკ-ჯგუფებში დაახლოებით 299 ადამიანი არის დადებითი.

 

რომ შევაჯამოთ, სიტუაცია არ არის მარტივი არც გლობალურად, არც ევროპაში და არც ჩვენთან. ეპიდემია შესულია აქტიურ, ინტენსიურ ფაზაში. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირება ოთხნიშნა რიცხვია უკვე, ამ ეტაპამდე ეს ყველაფერი მართვადია. დაახლოებით თვენახევარია, რაც მეორე ტალღა დაიწყო და ჯანდაცვის სისტემა მიუხედავად შემთხვევების რაოდენობის ზრდისა, უძლებს ამ დატვირთვას.

 

რა თქმა უნდა, ხარვეზები შეიძლება იყოს, ან გარკვეული შემთხვევები, სადაც უკმაყოფილება არის, მაგრამ ზოგადად, ჯანდაცვის სისტემა ამას უძლებს და პიკურ დატვირთვასაც გავუძლებთ.

 

გარკვეულწილად შემიძლია ვთქვა, რომ ოდნავ არის სტაბილიზაციის რაღაც ნიშნები, რომელიც ამ დღეებში გამოჩნდა. ალბათ, თქვენც ამჩნევთ ქუჩებში, შენობებში, რომ კულტურა პირბადის გამოყენების საკმაოდ გაიზარდა. თუ ჩვენ ავალთ 95%-ზე პირბადის ტარების და ეს კულტურა მყარად დაინერგება, მაშინ დარწმუნებული იყავით, რომ სულ მცირე გავანახევრებთ ინფიცირების შემთხვევათა დღიურ რაოდენობას. პირბადის ტარება, ხელების ხშირი დაბანა, დისტანცია და არა დიდი შეკრებები! ჩემდა სამწუხაროდ, ბევრი სურათები იყრება ხოლმე სოციალურ ქსელში ისევ დიდი თავშეყრა, ისევ დიდი ქეიფი, დიდი დაბადების დღე თუ ქორწილი, ეს კარგია, მაგრამ თავი შევიკავოთ ამ თავშეყრებისგან“, - განაცხადა გამყრელიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner