logo_geo
eng_logo
ნოდარ ჯავახიშვილი: თუ ამინდები ხელს არ შეგვიშლის, ორ კვირაში დევდორაკის ხეობაში გზა გავლადი იქნება
- +

30 ივნისი. 2016. 11:06



რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ნოდარ ჯავახიშვილის ინფორმაციით, თუ ამინდები ხელს არ შეუშლით, დევდორაკის ხეობაში გზა გავლადი 2 კვირაში იქნება. თუმცა როგორც ჯავახიშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, ეს მაინც დროებითი გადაწყვეტილება იქნება, ვინაიდან საჭიროა სხვა სერიოზული საინჟინრო გადაწყვეტილების მიღება და დაფინანსების წყაროს მოძებნა არცთუ იაფი პროექტისთვის.



პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ამ დროისთვის გამონახულია ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალება.



ეკონომიკის სამინისტრო მჭიდრო კავშირშია სომხეთის სატრანსპორტო სამინისტროსთან და უკვე ალტერნატივა გამონახულია, რომ ბორანის მეშვეობით მოხდეს ხილის გატანა. არა მხოლოდ სომხეთი, ჩვენი ექსპორტიორებიც იყენებენ ამას. ამიტომ მგონია, რომ დროებით ტრანსპორტირების საკითხი გადაწვეტილია, თუმცა სხვა საინჟინრო გადაწყვეტილება საჭიროა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner