„ყველა ზომა არის მიღებული, რომ ეს პირი დავაკავოთ და ასევე მან არავითარი საფრთხე არ შეუქმნას გარშემო მყოფებს, ეს არის პოლიციის ამოცანა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
„შსს-მ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ პირველ დღეს ოპერაციის პირველი ეტაპი წარმატებით ჩატარებულიყო და სრულიად უვნებლად გათავისუფლდა 43 მძევალი. მეორე ამოცანა იყო დანაშაულის გახსნა და იცით რომ დანაშაული მყისიერად გაიხსნა და ცნობილი იყო ვინ იყო დამნაშავე და მესამე ფაზაც ასეთივე წარმატებით, ძალიან მალე დასრულდება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
შსს-ს ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა.