„ქართველი ხალხი ლოკდაუნს 31 ოქტომბერს „ნაცმოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“ გამოუცხადებს“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში ლოკდაუნი არ იგეგმება და ამის შესახებ არაერთხელ ითქვა.
„ეს არის სპეკულაციები. ამ საკითხზე არაერთი განცხადება გაკეთდა ხელისუფლების დონეზე, მათ შორის პრემიერ-მინისტრის მხრიდან. მკაფიოდ ითქვა, რომ არავითარი ლოკდაუნი არ იგეგმება, ანუ, ასეთი განზრახვა არ არის და ეს მკაფიოდ არის გაცხადებული. რაც შეეხება ლოკდაუნს, ქართველი ხალხი მას გამოუცხადებს 31 ოქტომბერს „ნაცმოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“, – განაცხადა კობახიძემ.