logo_geo
eng_logo
ბადრი ესებუას მამა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება
- +

28 ოქტომბერი. 2020. 13:42

 

 

ტერორიზმში ბრალდებული ბადრი ესებუას მამა ტარიელ ესებუა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება. ინფორმაციას „კურიერი“ ავრცელებს.

 

ზუგდიდში საქართველოს ბანკზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს. რაც ტერორისტულ აქტს, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს, საქმეზე ერთადერთი ბრალდებული ჯერჯერობით ბადრი ესებუაა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner