„ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის სატელიტ პარტიებს ვეუბნები - ხელისუფლებაში ვერ მოხვალთ, თუ რამეს დააპირებთ, სამ დღეში ისე „გაგაფარჩაკებთ“, რომ ნამდვილად გამოჩნდებით, როგორც დამნაშავე პოლიტიკური პარტია“, - ამის შესახებ ბუტა რობაქიძის მამამ სოსო რობაქიძემ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ერთი პატარა პროვოკაცია და თავის თანამოაზრეებთან ერთად ვერც „ოცნება“, ვერც კანონი ვეღარ შეაჩერებს.
„ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის სატელიტ პარტიებს ვეუბნები - თუ თქვენ რამეს დააპირებთ, ჩვენნაირი ხალხისგან 100 000-იანი მიტინგები გქონდათ და დაიმახსოვრეთ, სამ დღეში ისე „გაგაფარჩაკებთ“, რომ როგორც დამნაშავე პოლიტიკური პარტია ნამდვილად გამოჩნდებით. ერთი პატარა პროვოკაცია და ვეღარ გაგვაჩერებს, ვერც „ოცნება“, ვერც კანონი - გამოვალთ და სადაც სწორია, იქ დავდგებით და ბარემ, ბოლომდე ბოლოს მოგიღებთ! შეეგუეთ, არჩევნებს აგებთ! მკვლელები, ხალხს რომ ქონებებს ართმევდნენ, ციხეებში აუპატიურებდნენ, ასეთი ხალხი ხელისუფლებაში არ და ვერ უნდა მობრუნდეთ! ვინც უნდა ის მოვიდეს, მაგრამ სანამ პირში სული გვიდგას, თქვენ ვერ მოხვალთ! ერთი ბოდიში არ გაქვთ მოხდილი, რომც მოხვიდეთ, თქვენ მაინც გადაგაგდებთ მერე, ერთი წელიც არ დაგვჭირდება“, - განაცხადა რობაქიძემ.