logo_geo
eng_logo
ქვემო გომში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს
- +

28 ოქტომბერი. 2020. 15:04

 

 

სოფელ ქვემო გომში  ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. საჯარო სკოლის შენობის დეტალური პროექტის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 2 360 000 ლარია.  სამუშაოებს სსიპ  საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა „ემ-სი გრუპი ინდუსტრია“ ახორციელებს.

 

150 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა თანამდროვე უახლესი სტანდარტებით შენდება და 2021 წელს დასრულდება. მოქმედი  საჯარო სკოლის შენობა მოძველებული  და სასწავლო პროცესისთვის შეუსაბამოა.

 

„საჯარო სკოლების  ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. კასპის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა მაქსიმალურად ცდილობს, ყველა მოსწავლეს ქონდეს შესაძლებლობა  სრულფასოვანი განათლება თანამედროვე კეთილმოწყობილ სკოლაში მიიღოს“, - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა თამაზ ტატანაშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner