logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: საქართველოს ხელისუფლება არავის მისცემს დემოკრატიაზე თავდასხმის შესაძლებლობას
- +

28 ოქტომბერი. 2020. 15:06

 

 

„მოველით, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები ამ ფაქტს სათანადო შეფასებას მისცემენ“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის დღევანდელ ბრიფინგს.  მისი თქმით,  ხელისუფლება არავის მისცემს დემოკრატიაზე თავდასხმის შესაძლებლობას.

 

„საზოგადოებრივი აზრის კვლევის საფარქვეშ, მოქალაქეებისთვის დესტაბილიზაციის და ძალის გამოყენების შეთავაზება, თუნდაც ირიბი სახით, ეწინააღმდეგება მშვიდობიანი, დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების იდეას და საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს. ჩანს, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს, ვინც ამ მეთოდოლოგიით გამოჰკითხეს, ჰქონდათ შესაბამისი რეაქცია და აღშფოთება, რადგან მათ ინფორმაცია გაასაჯაროეს. მოველით, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები ამ ფაქტს სათანადო შეფასებას მისცემენ. საქართველოს ხელისუფლება არავის მისცემს დემოკრატიაზე თავდასხმის შესაძლებლობას!“ - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

 

ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კომპანია - „IPM“-ის წარმომადგენლები შედიოდნენ ოჯახებში და მოქალაქეებს უსვამდნენ კითხვას - „რა რეაქცია ექნებათ მოქალაქეებს, თუ რადიკალური ოპოზიცია სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებული დაპირისპირების ფორმას მიმართავს?“

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner