„ქვეყნის მოღალატე, ძირძველი ტერიტორიებისა და წმინდა ადგილების გადამცემი, მკვლელი და ხალხის მჩაგვრელი მასხარა სააკაშვილი და მისი მოღალატე ბანდა არჩევნების შემდეგ ვეღარ დარჩება პოლიტიკაში, მოღალატე ძალა უნდა გაუქმდეს!“ - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
„31 ოქტომბერს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ძლიერად გაიმარჯვებს და ქართველ ხალხთან ერთად გავაგრძელებთ ქვეყნის მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებას“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
აქვე თავდაცვის მინისტრი მის მიერ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაწერილ მიმართვას აზიარებს, სადაც საზოგადოებას მიმართავს, ერთად დადგეს და საბოლოოდ უარი უთხრას „მოღალატე სააკაშვილს და მის ანტიეროვნულ პოლიტიკურ ძალას“.